ადამიანის უფლებათა კვირეული გაიხსნა

04/12/2017

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული დღეს ცნობიერების ამაღლების კამპანიით გაიხსნა. „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები” -ასეთია ბუკლეტების სახელწოდება, რომლებიც დეპუტატებმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან, სტაჟიორებთან,  საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს დაურიგეს. დღევანდელი აქციის მიზანია უფლებების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გაცნობა. 

ვრცლად...

მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მიმართულებით

04/12/2017

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. 2017 წლის 4 დეკემბერს, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების” შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 16.9 

ვრცლად...

„გარკვეულ კრიმინალს უწოდებდნენ პოლიტ პატიმრებს ან გმირებს“

04/12/2017

,,შეუძლებელია ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე ასხივებდეს, რომ კრიმინალი გარკვეულ წილად არის მათი სოციალური მოკავშირე’’- ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის კომენტარი ხორავას ქუჩაზე მომხდრათან დაკავშირებით. „გარკვეულ კრიმინალს უწოდებდნენ პოლიტ პატიმრებს ან გმირებს. ღირებულებითი მიდგომა და ქუჩის მენტალიტეტი შეუთავსებელია სახელმწიფოებრივობასთან. მეორე მხრივ, 2012 წლიდან ჩამოიშალა მანდატურის სამსახური, რომელიც აშკარად დასახვეწი იყო. ბევრი პრობლემა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დღეს არის 

ვრცლად...

„საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“

04/12/2017

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე – „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ პრემიერმინისტრი გიორგი კვიირკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. „ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ მომეცა საშუალება, მივესალმო ამ უმნიშვნელოვანესი კონფერენციის მონაწილეებს. მოხარული ვარ, რომ თბილისი კიდევ ერთხელ მასპინძლობს ამშესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც წელს 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას აერთიანებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს,პირადად ქალბატონ თამარ ხულორდავას, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამას და ყველას, ვისი ძალისხმევითაც იმართება დღევანდელიკონფერენცია. დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის”  ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას. წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა. ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს, განსაკუთრებითკი ჩვენთვის – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს. ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს. ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად, ჩვენი შიდა და საგარეოპოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთ მაგალითად. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლოგეგმებზე დღეს და ხვალ ამ დარბაზში უფრო დეტალური დისკუსია გაიმართება. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები. სულ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთისპარტნიორობის მეხუთე სამიტი, სადაც ერთხმად აღინიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესახებ და დაფიქსირდა მხარდაჭერასაქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი. გარდა ამისა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა წევრებთან ერთად, 2020 წლისათვისევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დავისახეთ, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან. საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები; დავხვეწოთ მმართველობა; ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტებისდამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისთვის; გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის წარმატებით იმპლემენტაცია და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი  ამოცანაა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცებადა მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ამავე დროს, საქართველოს, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი შეაქვს მშვიდობიანი მსოფლიოს მშენებლობაში. ამ ფონზე, აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მოგეხსენებათ, კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ამასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დავუპირისპიროთ. მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში ასეთ წარმომადგენლობით საპარლამენტო აუდიტორიას ვხედავ. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმით, 2024 წლიდან საქართველო  სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კი უდიდესი როლი ენიჭება რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. პარლამენტი დისკუსიებისა და ურთიერთსაპირისპირო აზრის შეჯერების საუკეთესო ასპარეზია. იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია მოგცემთ საშუალებას, აქტიურად გაუზიაროთ ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც რეფორმების დაჩქარებასა და საერთო მიზნების  მიღწევაში დაგვეხმარება. მიმდინარე პრობლემების ფონზე, ხშირად გვავიწყდება ევროკავშირის პროექტის უნიკალურობა. ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავაც რჩება რეგიონული ინტეგრაციისა და ერთა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად. სწორედ ამიტომ, საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, ამგვარი დისკუსიებითა და აზრთაგაზიარებით, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ჩართულობით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, მივაღწევთ საერთო მიზანს დაერთად შევქმნით უფრო ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპას. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. მადლობას მოვახსენებ ჩვენს მეგობრებს საქართველოში ჩამობრძანებისათვის, გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, ხოლო ჩვენს სტუმრებს ვუსურვებ სასიამოვნო დროის გატარებას თბილისში, ამ ორი დღის განმავლობაში. 

ვრცლად...

„აუცილებელია გამკაცრდეს არსებული კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები“

04/12/2017

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშრებით საკანონმდებლო ორგანოში კომენტარები გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, აუცილებელია არსებული კანონმდებლობის აღსრულების მექანიზნმების გამკაცრება. „აუცილებელია, გამკაცრდეს არსებული კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები და ასევე მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რეგულაციები, როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე აქტების დონეზე“,-განაცხადა ჯაშმა.

პრეზიდენტი – მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია და ხედვა რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის

04/12/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო – რუსეთის ურთიერთობების საკითხებში – აღნიშნული თემები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი 

ვრცლად...

უშიშროების საბჭოს აპარატი სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრას 4-5 დეკემბერს მართავს

04/12/2017

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, 4-5 დეკემბერს გორში და თბილისში სტრატეგიული დისკუსიის მორიგი საერთაშორისო შეხვედრები გაიმართება. ორდღიან ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამით გათვალისწინებულია: 4 დეკემბერი (გორი) უცხოელი 

ვრცლად...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

04/12/2017

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. „განვიხილავთ ყველა ვერსიას, რომელიც შეიძლება დასაშვები 

ვრცლად...

სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

04/12/2017

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 

ვრცლად...

საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ეწვია

03/12/2017

 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემოანია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება. საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ 

ვრცლად...