“დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაუხლახავია” – სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუზე

18/04/2019

ქორთიარდ მერიოტი ქართულ-კვიპროსულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის მონაწილეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე მსჯელობენ. ღონისძიება საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა გახსნეს. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში, დასაქმება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. „საერთაშორისო რეიტინგებში, წლევანდელი მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის  მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მერვე ადგილზე ვართ. მიუხედავად ამ წინსვლისა ჯერ კიდევ 

ვრცლად...

„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა”

18/04/2019

„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა,“- ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კომისიის დასკვნა უმწვავესია, თუმცა მმართველ გუნდს ის არ აინტერესებს. სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და 

ვრცლად...

ია კერზაიას საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო-ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების ახალ დეტალებზე საუბრობს

18/04/2019

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. შენგელია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიასგარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები იმისთვის, რომ დადგინდეს ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს. მისივე თქმით, ეს არის დადასტურება, რომ კერზაიას საქმის გამოუძიებლობაში დაინტერესებულია ხელისუფლება. „გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი. შესაბამისად 

ვრცლად...

„არღვევთ რეგლამენტს, შეეშვით სპეკულაციებს,” „ჭკვიანად იყავი” – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

18/04/2019

პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა. ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ომბუდსმენი უკმაყოფილოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს. სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს 

ვრცლად...

მმართველი პარტია უპირისპირდება ევროპის საბჭოს და ეუთოს

18/04/2019

ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაციის გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრები. ისინი  ერთხმად მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ინსტიტუტების შენიშვნები ასახოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებში. მათი განცხადებით, თუ მმართველი გუნდი გავლენიანი ორგანიზაციების შენიშვნებს არ გაიზიარებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არა მარტოს სასამართლო სისტემას არამედ, პარლამენტის უმრავლესობასაც. „ახლა უკვე არა 

ვრცლად...

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები -“ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო

18/04/2019

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ესწრება. განხილვის თემა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეიმუშავეს. მმართველმა გუნდმა სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყვიტოს თუ რეკომენდაციების რომელ ნაწილ გაითვალისწინებს. „გამოცდასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ჩვენ ამ საკითხზეც გავივლით ბოლომდე. 

ვრცლად...

საინვესტიციო პროექტები და თანამშომლობა ტურიზმის სფეროში-საქართველოს პრემიერი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

18/04/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა ორმხრივი საინვესტიციო პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს. იორდანიის სენატის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მერიამ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

18/04/2019

დედაქალაქის მერი შარტავას 7 ნომერთან მდებარე ლითონის საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის სამუშაოებს გვიან ღამით დაესწრო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით ის ლოკაციები შეირჩა, სადაც ლითონის კონსტრუქციის სანაცვლოდ ფეხით მოსიარულეთა ზებრა გადასასვლელები მოეწყობა. პროექტის ფარგლებში სულ 20 ასეთი ლოკაციაა შერჩეული. დემონტაჟის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული სამუშაობის შესრულება დედაქალაქის მერიას ბიუჯეტიდან 307 ათას 805 ლარი უჯდება. სამუშაოებს კომპანია “მეტეხი 2008 ” განახორციელებს.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია – თანხის მოცულობა, რომელსაც ბანკები რეზერვებად ინახავდნენ, გაიზრდება

18/04/2019

თანხის მოცულობა, რომელსაც ბანკები რეზერვებად ინახავდნენ, გაიზრდება. ეს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციაა, რომელიც ძალაში დღეიდან შევა. უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა ჯერჯერობით 28%-მდე უნდა გაიზარდოს. სებმაკომერციულ ბანკებს ახალი მოთხოვნა რისკების თავიდან აცილების მიზნით დაუწესა, თუმცა ახალმა რეგულაციებმა ახალი პრობლემები შესაძლოა, ბანკების კლიენტებს გაუჩინოს. დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებიც ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ პრობლემებს კარგად იცნობენ ამბობენ, რომ ამის შედეგად უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხის 

ვრცლად...

„მთავრობას ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს

18/04/2019

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების საქმეზე არსებულ მასალებს დღეს გაეცნობა. ია კერზაიას შვილი პროკურატურაში რამდენიმე საათში მივა, მანამდე კი ის პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალების დეტალებზე. შენგელია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. „მთავრობას ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს. ვინაიდან მთავრობის მეთაურმა არც განათლების მინისტრის და არც ერთი პირი, 

ვრცლად...