თქვენი მოუცლელობა უფრო დაკავებულს გხდით ვიდრე აქამდე იყავით

15/08/2017

გადატვირთული ხართ? შეიძლება გეგონოთ რომ ახლა უფრო დაკავებულები ვართ ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამება, ამბობს ოლივერ ბურკმენი, რომელიც ამ თემას BBC Radio 4-ის ახალ სერიებში იკვლევს   თანამედროვე ცხოვრების სხვა რამდენიმე ფაქტი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ის რომ დღეს ყველა ასეთი მოუცლელია. განვითარებულ მსოფლიოში რესპოდენტების დიდი ნაწილი მკვლევარებს ეუბნებიან, რომ ისინი სამსახურით ზედმეტად 

ვრცლად...

პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

15/08/2017

პაკისტანში,  ბელუჯისტანის პროვინციაში, ჰარნაის რაიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათგან 8  სამხედრო პირია. Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი მოტოციკლს მართავდა და სამხედრო მანქანას გამიზნულად  დაეჯახა.

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მზადყოფნისკენ მოუწოდა

15/08/2017

ჩრდილოეთ კორესილიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მზადყოფნისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, სამხედორები მუდამ მზადყოფანში უნდა იყვნენ დარტყმის განსახორციელებლად. BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეიარაღებული ძალების გეგმებს გუამისკენ რაკეტის გაშვების თაობაზე გაეცნო. ასევე, კიმ ჩენ ინის განცახდებით, აშშ-მ სახიფათო სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.  

თურქეთში ავტობუსის გადატრიალების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

14/08/2017

თურქეთში ანკარასა და კონიას დამაკავშირებელ ტრასაზე ავტობუსი ამოტრილდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. Dailysabah-ის ინფორმაციით, მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაყირავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ბურკინა-ფასოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

14/08/2017

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, ერთ-ერთ რესტორანში თავდასხმა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, რესტორანში სამი შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა. თავდსახმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ტერორისტული აქტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00-ზე დაიწყო.

დავით ნარმანიამ კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

11/08/2017

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის 4 ნომერში შენდება. ახალი შენობა მოქმედი 56-ე ბაღის ეზოში განთავსდება. ეზოს ტერიტორიული ფართობიდან გამომდინარე, რომელიც 7000 კვადრატული მეტრია, ბაღების მართვის სააგენტომ იქ ახალი ბაღის მშენებლობის გადაწყეტილება მიიღო. სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და 

ვრცლად...

ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიებს შეეჯახა

10/08/2017

ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიებს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ავტობუსის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, შეჯახებამდე მძღოლმა გონება დაკარგა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ადგილზე 5 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

მედია: პენტაგონმა ფილიპინებზე სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმა შეიმუშავა

08/08/2017

აშშ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს, რომლის დროსაც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები, ფილიპინების ტერიტორიაზე, “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე ავიადარტყმებს განახორციელებს, ამის შესახებ NBC იტყობინება. პენტაგონის მიერ შემუშავებული გეგმა, შესაძლოა 8 აგვისტოს იქნეს წარდგენილი, წყაროს ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დროს შესაძლოა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენონ. თუ გეგმაზე თანხმობას გასცემენ, ამერიკელი სამხედროები “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ფილიპინების ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებენ პენტაგონის პრეს-მდივნის, ჯეფ 

ვრცლად...

ავღანეთში თავდასხმას 50 მოქალაქე ემსხვერპლა

07/08/2017

ავღანეთის  პროვინციაში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა განხორციელდა რასაც, 50-მდე  უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალები.გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების მთავარი მიზანი, შიიტი მუსლიმების დახოცვა იყო. BBC-ის ინფორმაციით, ტერორისტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს.

მაკკეინი ტრამპს: მადლობა პუტინს გადაუხადეთ

04/08/2017