მუცოში 20-მდე ციხე კოშკი აღდგა

04/09/2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მუცოში მიმდინარე პროექტს გაეცნო და ტურისტების შთაბეჭდილებით დაინტერესდა. ამის შესახებ გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. რეაბილიტირდა ქვედა უბნის კოშკები და შენობა-ნაგებობები. აღდგა 20-მდე ციხე კოშკი. მიმდინარე წელს იგეგმება სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული 

ვრცლად...

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება

30/08/2018

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება. გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს. გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში (რუსთაველის გამზირი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) იქნება მიღებული და ცნობილი გახდება რომელი 

ვრცლად...

კახეთში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა

29/08/2018

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა. საწარმოს გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრო. „გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის. ამ დროისთვის, საქართველოში 500-მდე ღვინის კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე გააქვს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი 

ვრცლად...

პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა

27/08/2018

პრინტის საერთაშორისო ფესტივალის „LIFE – N – STYLE“ ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში, არტ-კაფე “ბოტანიკომ” გამოფენას უმასპინძლა, სადაც თბილისსა და ზუგდიდში ჩატარებულისერიგრაფიის ერთთვიანი ვორქშოფების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. ახალგაზრდებთან ერთად ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით 

ვრცლად...

ფრანკფურტის River Bank Festival – ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი

25/08/2018

ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი, ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის კოორდინატორი ირინა საგანელიძე, საქართველოს კულტურის ატაშე გერმანიაში დუდანა მაზმანიშვილი და მოწვეული სტუმრები. პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, 

ვრცლად...

საკობიანოში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

24/08/2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. საკობიანოში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი აღდგენის შედეგად გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. ჩრდილოეთ კედელში შეისრული ღრმა შეღრმავებაა გაკეთებული, რომლის ჩრდილოეთ კედელში სამალავი იყო. ეკლესია ადგილობრივებმა აღადგინეს. აღდგენის დროს ნახმარია ცემენტის ხსნარი, აღმოსავლეთ ფასადზე ორნამენტი მოშლილია, ინტერიერში 

ვრცლად...

ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

23/08/2018

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითიცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლებმა საარქივო მასალები შეისწავლეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. საარქივო მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნიდან საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები, სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები და აბრეშუმის ნატურალური საღებავები იყო გავრცელებული. სოფლის 

ვრცლად...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცები დასახელდნენ

23/08/2018

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი გახდა. გასულ წელს მისი მონაწილოებით კინოგაქირავებაში ფილმები არ გამოსულა და თითქმის ყველა შემოსავალი მსახიობმა ტეკილის მწარმოებელი კომპანიის Casamigos-ის გაყიდვით მიიღო: ამ გარიგებამ მას 233 მილიონი დოლარი მოუტანა. რეიტინგში მეორე ადგილს დუეინ ჯონსონი იკავებს, რომელმაც 124 მილიონო დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე კი რობერტ დაუნ-უმცროსია, 

ვრცლად...

ნინო ჟვანიას „აღლუმი“ ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

23/08/2018

ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „აღლუმი“ ტორონტოს კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში, სექციაში Discovery წარადგინეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ჟვანიას ფილმი 46 ფილმს შორისაა წარდგენილი. ტორონტოში 43-ე კინოფესტივალი 6 სექტემბერს გაიხსნება.    

ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

21/08/2018

American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი –საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. AAWE – „ღვინის  ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია“ პრესტიჟული ამერიკულიორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე 

ვრცლად...