„მოდა არის ტანსაცმელი რომელიც გჭირდება, ტანსაცმელი რომელიც არ გჭირდება, ეს უკვე ხელოვნებაა“

03/01/2017

სამოსი, დიზაინი, მოდა კულტურის ნაწილია, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენებებისთვის შექმნილი ხელოვნების ნიმუში. თუ დიზაინერი ამ მიმართულებით იმუშავებს, მისი სამოსი შესაძლოა, მხოლოდ შოურუმში დარჩეს და პრაქტიკული გამოყენებისთვის მისი ადგილი არ მოიძებნოს. საშუალო ფენისთვის მუშაობა შესაძლოა მაღალი მოდისკენ მიმავალი გზა არ არის, მაგრამ კომერციულად მომგებიანია. თუ დიზაინერი საკუთარ ფანტაზიას ხორცს ასხამს და ეს კარგად გამოსდის, პარიზის, მილანის, 

ვრცლად...

„სანამ საინტერესო იდეები არსებობს, საგამომცემლო სფერო არ გაქრება“

05/12/2016

21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზრდება, საქმიანობის გარკვეული სექტორებისთვის ფუნქციებისა და ამოცანების შეცვლის საჭიროება დგება. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი გაჩნდა და კომუნიკაცია გამარტივდა, საგამომცემლო სფეროსაც ახალ მეთოდებზე უწევს ფიქრი, იმისთვის, რომ როლი არ დაკარგოს. თუ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია, მისთვის საინტერესო ახალი ამბავი, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ამ ქსელის მეშვეობით მოძებნოს, რატომ გადაიხდის 

ვრცლად...

„ღვინო ემოციური პროდუქტია“ – გლეხის გზა ექსპორტისკენ

27/10/2016

საქართველოში მეღვინეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი არ არის და იგი კულტურის განსაკუთრებულ ნაწილად აღიქმება, რომელიც რვაათასწლიან ისტორიას ითვლის. სწორედ ამ, სარიტუალო – ტრადიციული ნიშნით, მევენახეობა-მეღვინეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თანამედროვე მეღვინეთა ნაწილი ცდილობს, საკუთარი ბიზნესი ინოვაციური გზებით განავითაროს – მათ შორის, მუზეუმებად ქცეული ვენახებით. მეღვინეობის მუზეუმი – შატოები კი უკვე ტურისტულ ატრაქციებადაც გადაიქცა. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა 

ვრცლად...

მუსიკალური ფესტივალი – შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის თუ ბიზნესისთვის

01/08/2016

ხარისხიანი მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა. ამ სიამოვნებისთვის თანხის მოძიება – რთული. თუ სპონსორი არ დარწმუნდება, რომ ფესტივალი კომერციულად მომგებიანია, მას ფულის დახარჯვა უჭირს; და სანამ ღონისძიება სპონსორისთვის საინტერესო გახდება, მანამდე მისი განვითარებაა საჭირო. კარგი იდეის ავტორს ხშირად მხოლოდ იდეა აქვს, ფული – არა. ამ დროს ითხოვს იგი სახელმწიფოსგან დახმარებას. მაგრამ არც სახელმწიფოს დარწმუნებაა მარტივი 

ვრცლად...