ენთუზიაზმი, შემოქმედებითი მიდგომა და სწორი ბრენდირება წარმატების მიღწევის წინაპირობაა

01/08/2017

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება, მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები ბიზნესად აქციეს და სხვების დასაქმებაც შეძლეს. ხის სათვალეები, ხის ჩანთები, დეკორატიული ბალიშები ის პროდუქციაა, რომლებსაც კომპანიები Bros Eyewear, Populus და Sleepart-ი აწარმოებენ. ახალგაზრდა ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნას მზარდი ტენდენცია აქვს და ეკონომიკური მოგებაც იზრდება. ძმებმა ირაკლი და ლევან გამთენაძეებმა ნატურალური ხისგან სათვალეების 

ვრცლად...

ხელოვნების ნიმუშები, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ

22/06/2017

შემოქმედებით ინდუსტრიებზე საუბრისას, უფრო ხშირად ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროები გვახსენდება; ის, რის შედეგსაც ვიღებთ, როგორც ხელოვნების ნიმუშს. თუმცა, არსებობს ხელოვნების ისეთი ნიმუშებიც, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ. ამ ინდუსტრიის წარმომადგენლების ნამუშევრები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა – სარეკლამო პროდუქტები, ვებგვერდები, ლოგოები, კომპიუტერული თამაშები და ა.შ. ეს ადამიანები გრაფიკული დიზაინერები არიან. ამ პროფესიით საქართველოში არაერთი 

ვრცლად...

რას ნიშნავს პოპულარობა სოციალურ ქსელში – „ფეისბუქის“ გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე

24/04/2017

თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა კომუნიკაციების გამარტივებით, საქმიანობა გაუმარტივა თითქმის ყველა სფეროში დასაქმებულ ადამიანს. შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებსაც, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, არამხოლოდ ინფორმაციის დიდი აუდიტორიისთვის მიწოდება, არამედ უკუკავშირის მიღებაც შეუძლიათ. ინტერაქციული ურთიერთობა კი ზოგჯერ, ინფორმაციის წყაროს ცვლილების აუცილებლობის წინაშე აყენებს, რადგან მიმღები ითხოვს ამას. თანამედროვე შემოქმედებიც – მწერლები, პოეტები, მხატვრები თუ მუსიკოსები, ახლა უკვე უფრო 

ვრცლად...

„ქართული ცეკვის ფოლკლორული კოლექტივები იაფფასიანი სუვენირების ბაზრობებს ემსგავსებიან“

18/03/2017

ქართული ფოლკლორი უცხოელი მსმენელის  იმედადაა. ამის თქმა თამამად შეიძლება რადგან ამაზე ყველა თაობის წარმომადგენელი თანხმდება. სიმღერისა თუ ცეკვის ანსამბლები საზღვარგარეთ მრავალათასიან დარბაზებს ავსებენ, საქართველოში კი რამდენიმე ასეული ადამიანისთვის მართავენ კონცერტებს. აუდიტორია მცირეა საქართველოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველს ქართული ფოლკლორი არ აინტერესებს – მას მეტი ინფორმაცია, ხშირი კონცერტები და მუდმივი ფესტივალები  სჭირდება. იქიდან 

ვრცლად...

ვის სჭირდება არქიტექტორი – საქართველოში დაუფასებელი შრომა თუ პროფესია რეკლამის გარეშე

10/02/2017

არქიტექტურა უფრო მეტია, ვიდრე დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, შენობის პროექტირება თუ ნახაზის მომზადება. თანამედროვე მსოფლმხედველობისა და გამოცდილების კომბინირებით არქიტექტორი ადამიანისთვის ესთეტიკურ გარემოს აყალიბებს. ამისთვის სპეციალისტი შემოქმედებით გზას მიმართავს – საკუთარი ორიგინალური იდეის რეალიზებით სივრცეს სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს, ამასთან, ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს. არქიტექტორი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საჭირო მატერიალურად ორგანიზებულ გარემოს ქმნის – ასე ახასიათებენ საკუთარ საქმეს 

ვრცლად...

კულტურის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე – საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია

01/02/2017

კულტურა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 0.56%-ს შეადგენს, რაც საქართველოში სამუშაო ძალის 5%-ს უდრის. აღნიშნული მონაცემები პროექტის – „კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ – ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა. კვლევის ერთერთი მიზანი სწორედ, ეკონომიკურ ზრდაზე კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების გავლენის ჩვენებაა. პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „კულტურისა და კრეატიულობის“ პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი პირველი ეტაპის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართა. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, 

ვრცლად...

„მოდა არის ტანსაცმელი რომელიც გჭირდება, ტანსაცმელი რომელიც არ გჭირდება, ეს უკვე ხელოვნებაა“

03/01/2017

სამოსი, დიზაინი, მოდა კულტურის ნაწილია, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენებებისთვის შექმნილი ხელოვნების ნიმუში. თუ დიზაინერი ამ მიმართულებით იმუშავებს, მისი სამოსი შესაძლოა, მხოლოდ შოურუმში დარჩეს და პრაქტიკული გამოყენებისთვის მისი ადგილი არ მოიძებნოს. საშუალო ფენისთვის მუშაობა შესაძლოა მაღალი მოდისკენ მიმავალი გზა არ არის, მაგრამ კომერციულად მომგებიანია. თუ დიზაინერი საკუთარ ფანტაზიას ხორცს ასხამს და ეს კარგად გამოსდის, პარიზის, მილანის, 

ვრცლად...

„სანამ საინტერესო იდეები არსებობს, საგამომცემლო სფერო არ გაქრება“

05/12/2016

21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზრდება, საქმიანობის გარკვეული სექტორებისთვის ფუნქციებისა და ამოცანების შეცვლის საჭიროება დგება. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი გაჩნდა და კომუნიკაცია გამარტივდა, საგამომცემლო სფეროსაც ახალ მეთოდებზე უწევს ფიქრი, იმისთვის, რომ როლი არ დაკარგოს. თუ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია, მისთვის საინტერესო ახალი ამბავი, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ამ ქსელის მეშვეობით მოძებნოს, რატომ გადაიხდის 

ვრცლად...

„ღვინო ემოციური პროდუქტია“ – გლეხის გზა ექსპორტისკენ

27/10/2016

საქართველოში მეღვინეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი არ არის და იგი კულტურის განსაკუთრებულ ნაწილად აღიქმება, რომელიც რვაათასწლიან ისტორიას ითვლის. სწორედ ამ, სარიტუალო – ტრადიციული ნიშნით, მევენახეობა-მეღვინეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თანამედროვე მეღვინეთა ნაწილი ცდილობს, საკუთარი ბიზნესი ინოვაციური გზებით განავითაროს – მათ შორის, მუზეუმებად ქცეული ვენახებით. მეღვინეობის მუზეუმი – შატოები კი უკვე ტურისტულ ატრაქციებადაც გადაიქცა. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა 

ვრცლად...

მუსიკალური ფესტივალი – შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის თუ ბიზნესისთვის

01/08/2016

ხარისხიანი მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა. ამ სიამოვნებისთვის თანხის მოძიება – რთული. თუ სპონსორი არ დარწმუნდება, რომ ფესტივალი კომერციულად მომგებიანია, მას ფულის დახარჯვა უჭირს; და სანამ ღონისძიება სპონსორისთვის საინტერესო გახდება, მანამდე მისი განვითარებაა საჭირო. კარგი იდეის ავტორს ხშირად მხოლოდ იდეა აქვს, ფული – არა. ამ დროს ითხოვს იგი სახელმწიფოსგან დახმარებას. მაგრამ არც სახელმწიფოს დარწმუნებაა მარტივი 

ვრცლად...