დრონით გადაღებული თოვლში ჩამალული რომი

01/03/2018

რომში მოსულმა უჩვეულოდ დიდმა თოვლმა ქალაქის მაცხოვრებლები და ტურისტები ძალიან გაახარა და მათ გადათეთრებული, ულამაზესი ქუჩების ფოტოებს გაგვიზიარეს. გავრცელდა დრონით გადაღებული ვიდეოც, რომელიც თოვლში ჩაფლულ ზღაპრულ რომს კიდევ უკეთ წარმოგვიჩენს:        

ფილმ HOUSE SHARK – ის ტრეილერი საინტერესო სანახაობას გვპირდება

27/02/2018

მორიგი ფილმი, რომელზეც გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ არის House Shark, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალ ბიუჯეტიანია მაინც ძალიანს საინტერესო უნდა გამოვიდეს. ამ ყველაფრის საფუძველს გვაძლევს მისი ტრეილერი, რომელიც დატვირთულია დაძაბული მომენტებით. სიუჯეტი მოგვითხრობს მასიურ მკვლელობებზე, რომელსაც ზვიგენი ახორციელებს ოკეანის სანაპიროზე. ერთი შეხედვით ძალიან საინტერესო სანხაობა გველოდება, იხილეთ ტრეილერი:    

კინოეკრანებზე მალე ახალი თრილერი გამოვა

26/02/2018

კომპანია Vertical Entertainment-მა გამოუშვა პირველი ტრეილერი თავისი სამომავლო თრილერის სახელწოდებით 10×10, რომელშიც მთავარ როლებს ლუკ ევანსი და კელი რაილი ასრულებენ. კინოსამყაროში ამ პროექტის შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა გავრცელებული თრეილერი საკმაოდ საინტერესო სანახაობის მომასწავებელია. სიუჟეტის მიხედვით ფილმის მთავარი მოქმედი პირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კაცია, მაგრამ ამ იმიჯის უკან იმალება დაუოკებელი შურისძიების სურვილი, რომელიც 

ვრცლად...

ჯარედ ლეტოს ახალი კრიმინალური დრამის ტრეილერი

25/02/2018

კომპანია ნეთფლიქსმა გამოუშვა ტრეილერი თავისი ახალი ფილმის The Outsider, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯარედ ლეტო ასრულებს. ლეტო თამაშობს ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც ომის შემდეგ იაპონიაში ტყვედ არის ჩავარდნილი. იქ ყოფნის პერიოდში ფილმის გმირი ცნობილი იაკუძას ცხოვრების სტილს ითვისებს და გათავისუფლების შემდეგ კრიმინალური სამყაროს წევრი ხდება. თრეილერის მიხედვით ფილმი ძალიან საინტერესო ჩანს და ასევე ლეტოს ხილვა 

ვრცლად...

ვიდეო: როგორ არ უნდა აგვერიოს ეჭვიანობა სიყვარულში

19/02/2018

DayOne-ის ახალი ანიმაციური ვიდეო სასიყვარულო ურთიერთობებს საინტერესოდ წარმოაჩენს. ვიდეორგოლში კარგად არის ნაჩვენები, რომ ხშირად ახალგაზრდებს ურთიერთობებში სიყვარულის ძალადობისგან განსხვავება უჭირთ და ეჭვიანობას რომანტიკულობას მიაწერენ:          

დრეიკმა ქუჩაში გამვლელებს ფული დაურიგა

18/02/2018

ყველასთვის ცნობილმა რეპერმა დრეიკმა ახალი კლიპი სახელწოდებით  God’s Plan -ი გამოაქვეყნა, რომლის ბიუჯეტიც მილიონი დოლარია. დრეიკმა კლიპისთვის ფული ქუჩაში გამვლელებს და სუპერმარკეტის სტუმრებს დაურიგა, ასევე ნაყიდი პროდუქტების თანხაც გადაუხადა. რეპერმა ასევე გადასცა ფული ქალების თავშესაფარს, მეხანძრეებს, ახალგაზრდა გოგოს გადაუხადა უნივერსიტეტში სწავლის ფული და ერთ-ერთ ფანს ავტომობილი აჩუქა.    

სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის თრეილერი

16/02/2018

ცნობილი რეჟისორი სტივენ სპილბერგი საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მუშაობს, პრინციპში მისი კარიერა ყოველთვის ასეთი იყო. ცოტა ხნის წინ რეჟისორის ახალი ფილმი The Post გამოვიდა კინოთეატრებში და ნამდვილად ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. ამჯერად ველოდებით სპილბერგის ახალ პროექტს Ready Player One , რომლის პრემიერაც 29 მარტს არის დაგეგმილი. გარკვეული წარმოდგენა, რომ შეგვექმნას ამ ყველაფერზე, ამისთვის საჭიროა ფილმის უახლესი 

ვრცლად...

ლეგენდარული ანიმაციური ფილმის ახალი ვერსიის მუსიკაზე სერ ელტონ ჯონი და ბიონსე იმუშავებენ

16/02/2018

ჰოლივუდში იგეგმება ლეგენდარული ანიმაციური ფილმის მეფე ლომის ახლებური ვერსიის გადაღება. თავის დროზე ეს ანიმაციური ფილმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ნებისმერი ასაკის ადამიანის გული მოიგო და დღესაც ასეთივედ რჩება. ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა თუ როგორი იქნება ახალი ვერსია და ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მაყურებელს ნამდვილად დააინტერესებს. მოგეხსენაბთ, ორიგინალი ფილმის მუსიკაზე ცნობილი სერ ელტონ ჯონი მუშაობდა 

ვრცლად...

The Incredibles 2-ის მეორე ტრეილერი გამოვიდა

15/02/2018

სასიხარულო ამბავი უნდა შეგატყობინოთ: უკვე გამოვიდა The Incredibles 2-ის მეორე ტრეილერი. სუპერ ოჯახი დიდ ეკრანზე 14 წლის შემდეგ, 2018 წლის 15 ივნისს დაბრუნდება. პირველმა ნაწილმა კინოკომოპანიას $992 მილიონზე მეტი მოგება მოუტანა, რეჟისორის აზრით კი ახალი ნაწილი გაცილებით უფრო მაღალშემოსავლიანი და პოპულარული გახდება. ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე ისიამოვნეთ საინტერესო ტრეილერით:        

42,000 ასანთის ღერისგან შექმნილი გიგანტური ბურთი

15/02/2018

არტისტიმა გადაწყვიტა ასანთის ღერებისგან გიგანტური ბურთის შექმნა, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე ინტერნეტს იმპყრობს. ბურთის გაკეთებას 10 თვე დასჭირდა, რადგან საჭირო იყო სწორი პროპორციების დაცვა, რომ არ დაშლილიყო ბურთი და საბოლოოდ 500$ დაჯდა. ბურთში განთავსებულია 42,000 ასანთის ღერი. წარმოგიდგენთ გიგანტური ასანთის ბურთის შექმნის პროცეს:     #1 #2 #3 #4 #5 #6 #7 #8 #8 #9 #10 

ვრცლად...