იანვარ-აგვისტოში ექსპორტი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 28,5%-ით გაიზარდა

19/09/2017

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ. აშშ დოლარს (7.5 პროცენტით მეტი). ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 

ვრცლად...

ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

19/09/2017

ჩინეთის 22 მილიონიან დედაქალაქ პეკინში, იმპორიტრებული ღვინის მაღაზიების ქსელის CHEERS WINES-ის მაღაზიებში ქართული ღვინო პირველად გაიყიდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს. პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დაგემოვნება და შეძენა CHEERS 

ვრცლად...

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების თემაზე ყაზახეთის მიკროსაფინანსო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

18/09/2017

ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში საერთაშორისო ფორუმი “ფინანსური განათლების ამაღლება, როგორც სოციალური და ეკონომიკური ზრდის ფაქტორი”  გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიიღო. საერთაშორისო ფორუმში, ყაზახეთის, საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ბელორუსის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა 12 ქვეყნის მიკროსაფინანსო სფეროს ფინანსური განათლების კუთხით მომუშავე წარმომადგენლებმაც მიიღეს.  როგორც ეროვნულ ბანში აცხადებენ, ბანკის პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს ფინანსური 

ვრცლად...

2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა

18/09/2017

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული კვარტალური გაანგარიშების მიხედვით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2017 წლის პირველ კვარტალში 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად,  2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. კვარტალური კვლევის მიხედვით, დაზუსტებული მეორე კვარტლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ყოველთვიური შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ ეკონომიკურ ზრდას. 

ვრცლად...

კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია

18/09/2017

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია. 18 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთის რეგიონში  ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა. 

ვრცლად...

„მომავლის ფული“- კრიპტოვალუტა

16/09/2017

რა არის კრიპტოვალუტა კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს ეფუძნება. კრიპტოვალუტა  ციფრულად, ყველასთვის ღია პრინციპით, „მაინინგით“ იქმნება. ალბათ უკვე არაერთხელ გსმენიათ ბიტკოინზე და სხვადასხვა კრიპტოვალუტებზე, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მსოფლიოს. ეს ყველაფერი შესაძლოა ირეალურად მოგვეჩვენოს თუ მათ შესახებ პრაქტიკული ცოდნა არ გაგვაჩნია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი კორპორაციები, მთავრობები და უბრალოდ ადამიანები აქტიურად ითვისებენ ამ 

ვრცლად...

საქართველოში ფულადი გზავნილების რიცხვმა იმატა

15/09/2017

2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.1 პროცენტით (16.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.   უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 

ვრცლად...