ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

01/11/2018

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დიდწილად მთავრობის მიერ ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვას უკავშირდება. „ლარის კურსი არის ის ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასების ზრდაზე და ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს, იწვევს მათ გაღარიბებას და ჩვენ ვიცით ლარის კურსის ამ მერყეობის 

ვრცლად...

„ლარი უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს“

01/11/2018

არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 72 თეთრია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 2018 წელს ასეთი გაუფასურებული ჯერ არ ყოფილა. ექსპერტები უკვე აანონსებენ, რომ ლარის გაუფასურებას უახლოეს მომავალში ფასების ზრდის ახალი ტალღა მოჰყვება. გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის. ექსპერტები ისევ ღიად აკრიტიკებენ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას 

ვრცლად...

„ბევრ მიმართულებაში წარმატებული არ ვიყავით, ხარვეზები არსებობდა და ამის შედეგად ეს შედეგი დადგა“

30/10/2018

ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც გარკვეული იმედგაცრუების გამო არჩევნებზე არ მივიდა, ახლა ეცდება, რეალობა სხვანაირად გაიაზროს, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ დღეებში ცნობილი გახდეს, რა კეთდება არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. „ლიდერების მხრიდან გაჟღერდა, რომ შეცდომებს სერიოზული გაანალიზება სჭირდება, თუმცა ამის თქმა საკმარისი არ არის.  ბევრ მიმართულებაში 

ვრცლად...

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით სებ-ი განცხადებას ავრცელებს

30/10/2018

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც 1 ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. „გასული კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით. დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი 

ვრცლად...

საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა

30/10/2018

საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა. კითხვაზე, თუ როდის დასრულდება პროექტზე მუშაობა და როდის შევა ძალაში ახალი რეგულაციები, სებ-ში ვერ აკონკრეტებენ. 1-ელი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. აქამდე არსებული პროექტის მიხედვით, იცვლებოდა სესხის 

ვრცლად...

ივანე მაჭავარიანი: წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დაკონტრაქტდება

25/10/2018

წელს ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობას დავაკონტრაქტებთ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. „მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ შევა. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ. ფაქტობრივი ხარჯი ამ წელს ალბათ არ მოესწრება. გამომდინარე აქედან, ლარზე ზეწოლას ამით არ 

ვრცლად...

საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

24/10/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 23 ოქტომბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – “Discount Week” ტარდება. კამპანია “Discount Week” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება. პროექტის მიზანია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება. Discount Week-ში მონაწილეობს 29 სასტუმრო 6 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია; აჭარა, სამეგრელო, 

ვრცლად...

გიორგი ქობულია: „ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება”

24/10/2018

„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი კი არა, ალბათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დღესდღეობით, საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ, ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის, Welcome Challenge-ის გახსნაზე, რომელიც თბილისში იმართება. 

ვრცლად...

გიორგი ქობულია: ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა

22/10/2018

„ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია, ან – საფრანგეთი,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი 

ვრცლად...

სებ-მა 20 ოქტომბრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

19/10/2018

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ოქტომბრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0054 პუნქტით გამყარდა და შესაბამისად, დოლარი 2.6972 ლარი ეღირება. ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა და ევროს ღირებულება 0.0213 პუნქტით ნაკლები, 3.0921 ლარი იქნება.