თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). ამის შესახებ ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს. „ყაზტრანსგაზ – თბილისი” დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. ... მეტის წაკითხვა