იაპონიამ საქართველოს ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 343 მლნ აშშ დოლარი ასესხა
4 სექტემბერს, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა, ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)“ დასაფინანსებლად იაპონიის მთავრობა, JICA-ს მეშვეობით საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს ... მეტის წაკითხვა