ლევან იზორია: საქართველო მდინარი ბებიაშვილის სახელს არასდროს დაივიწყებს

10/08/2017

ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს კრძალავენ. მდინარი ბებიაშვილს უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილებენ. ბებიაშვილის ოჯახის წევრებისათვის სამძიმრის სათქმელად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. „მდინარი ბებიაშვილმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს და შეეწირა საქართველოს ინტერესებს. ის სამჯერ იყო ავღანეთში და მართლაც, ახალგაზრდა კაცმა გვიჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი, ქვეყნისთვის თავდადება და დატოვა წარუშლელი კვალი ჩვენი 

ვრცლად...

პრემიერმინისტრი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს

10/08/2017

საქართველოს პრემიერმინისტრი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული რეგიონების უკვე ყოფილ გუბერნატორებს – გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს მადლობა გადაუხადა.„ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა და ასეთი ცვლილებები ძალიან ბუნებრივია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძესა და პაპუნა 

ვრცლად...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

10/08/2017

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

10/08/2017

ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არა. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.მისი თქმით, ის თუ რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, დამოკიდებულია პირველ რიგში ოპოზიციის მოთხოვნებზე. „ფორმატთან დაკავშირებით, გვექნება ჩვენ 

ვრცლად...

პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ სააკაშვილის სტუმრის დოქტორ დოტის სტუმრობის ხარჯები დაფინანსებული იყო პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ

10/08/2017

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ჭყოიძე დაიკითხა. საქმის პროკურორის ნათია სონღულაშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ 2009 წელს დოქტორ დოტი მიხეილ სააკაშვილის სტუმარი იყო და 14 თებერვალს სასტუმრო „კოპალაში“ სტუმრობის, ასევე მცხეთაში მოგზაურობის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფინანსდა. „დავკითხეთ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი ზურაბ ჭყოიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმარი, მისივე მოწვევით 

ვრცლად...

ირაკლი კობახიძეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს

10/08/2017

პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო ასოციაციამ „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი” (Enterprise and Parliamentary Dialogue International) საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცა. „ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, ნიშნად პარლამენტის წვლილისა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგში. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო არ არის მხოლოდ ჩემი პირადი. მე 

ვრცლად...

ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართული ენის მოსალოდნელ აკრძალვას ქართველი მოსახლეობის ცალსახა დისკრიმინაციად აფასებს

10/08/2017

ქეთევან ციხელაშვილი  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართული ენის მოსალოდნელ აკრძალვას გამოეხმაურა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას ითხოვს. „გავრცელდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მინიშნებები იმის თაობაზე, რომ არსებობს განზრახვა, ახალგორის რაიონში ქართული სკოლები გადავიდეს რუსულ სწავლებაზე. ფაქტობრივად განხორციელდეს რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯი. თუ 

ვრცლად...

ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიებს შეეჯახა

10/08/2017

ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი მაღაზიებს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ავტობუსის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, შეჯახებამდე მძღოლმა გონება დაკარგა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ადგილზე 5 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის აშშ-ს ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ

10/08/2017

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.  მისი შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ. „ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერა, და ეს განცხადებაც, ბუნებრივია 

ვრცლად...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

10/08/2017

თბილისი, 10 აგვისტო, 2017 – საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც 

ვრცლად...