შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს

01/09/2017

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთსა და ურეკში,  12 მოქალაქე გადაარჩინეს,  მათ შორის, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე.  გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 5 წლის ბიჭი, ყველაზე ასაკოვანი კი 73 წლის მამაკაცი იყო. შავი ზღვის სანაპიროზე, გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგს, სანაპირო ზოლზე 

ვრცლად...

Agile Spirit 2017-ში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ

01/09/2017

დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დახვდა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სწავლების რაიონისაკენ გაემგზავრნენ. მრავალეროვნული სწავლება 

ვრცლად...

პუტინის განცხადებით ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის განხორციელებით კონფლიქტი ჩიხში შედის

01/09/2017

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ კრიზისს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მილიტარისტული რიტორიკა, პროვოკაციები, ზეწოლა და წნეხი, რომელიც ამერიკის და მისი პარტნიორების მხრიდან ხორციელდება ფხენიანზე,  ჩიხში შეიყვანს კონფლიქტს. პუტინის აზრით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვაა. პუტინმა განცხადება ამერიკის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო მანევრის შემდგომ გააკეთა, რომელიც თავის მხრივ,  ჩრდილოეთ 

ვრცლად...

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

01/09/2017

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ვაჟა კაციაშვილი მოკლეს. როგორც ირკვევა სასიკვდილო ჭრილობა მას ყელის არეში ცივი იარაღით  აქვს მიყენებული. შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს გარდაცვლილის მეგობარი,  სოსო გურგენიშვილი. გამოძიების ამ ეტაპზე კაციაშვილის მკვლელობაში სწორედ მას ედება ბრალი. კაციაშვილი და გურგენიშვილი ორი თვის წინ შვეიცარიაში ერთად ჩავიდნენ და  ლტოლვილებად ჩაბარდნენ.    

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა – გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა

01/09/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი ამხილეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 642 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი, ხოლო, კახეთის რეგიონში 

ვრცლად...

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება

01/09/2017

ბათუმში კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest იწყება.  ფესტივალი წელს  UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება და ის ერთი კვირის განმავლობაში, 2 სექტემრბიდან 8 სექტებრამდე  გაგრძელდება. წლევანდელ Batumi Music Fest-ს  ახალი პროექტი „არტ კემპი” დაემატება. „არტ კემპის” ფარგლებში, საქართველოს ცნობილი ფრანგი პროფესორი, მიშელ სონი ეწვევა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მუსიკალურ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 350-მდე ბავშვს ექნება. მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა 

ვრცლად...

თოჯინების თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

01/09/2017

თოჯინების თეატრის თანამშრომლები სამხატვრო ხელმძღვანელის ელენე მაცხონაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გააპროტესტებენ. ისინი შეკრებას კულტურტის სამინისტროსთან გეგმავენ. თეატრში მაცხონაშვილის ადგილს რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი დაიკავებს. თავად ელენე მაცხონაშვილი ითხოვს მისი ოთხწლიანი საქმიანობა სწორად შეფასდეს. „ორი დღეა მინისტრი განცხადებებს აკეთებს იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი არის ემოციურ ფონზე გამოწვეული და თანამდებობას ვერ ველევით, რა თქმა უნდა, ცოტა სასაცილოა იმ 

ვრცლად...

პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა

01/09/2017

1997 წლის 31 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე ბუკინგემის სასახლეში ზარის ხმა გაისმა, სამეფო ოჯახს შეატყობინეს, რომ პრინცესა დაიანა პარიზში, დოდი ალფაიედთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა.დღეს პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან  20 წელი გავიდა, ზუსტად ამდენივე დროა გასული, რაც საუბარი არ წყდება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 1997 წლის საბედისწერო ღამეს, როდესაც ხალხის ” “გულების პრინცესა” 36 წლის ასაკში 

ვრცლად...

ლიონელ მესიმ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა

01/09/2017

ლიონელ მესიმ პატარა ბავშვი დაცვისგან დაიხსნა – საქმე ისაა, რომ არგენტინელი ვარსკვლავამდე მიღწევა ურუგვაელ ბავშვს სურდა, მაგრამ მონტევიდეოს სასტუმროში მისულ მესისთან იგი სასტუმროს დაცვამ არ მიუშვა. ბავშვმა ტირილი დაიწყო, თუმცა ბედმა მალევე გაუღიმა. ლიონელმა მომხდარი შენიშნა და იმავე დაცვის თანამშრომლებს ბიჭის მასთან მიყვანა სთხოვა. საბოლოოდ, პატარა გულშემატკივარმა ნატვრა აიხდინა და მესისთან ფოტოც გადაიღო.  

ამერიკული ფილმის Ghost-ის სცენის ახალი ვერსია

31/08/2017

ვეტერან ტელეწამყვანს, მილიონერ ბიზნესვუმენსა და კულინარ მარტა სტიუარტს რეპერ სნუპ დოგთან ერთად ახალ კულინარიულ შოუ მიჰყავს. შოუს ახალი პრომო ვიდეოსთვის კი მათ ცნობილი ამერიკული ფილმის Ghost-ის საკულტო სცენა გაითამაშეს. მარტასა და სნუპის კულინარიული შოუს პრემიერა VH1-ზე 16 ოქტომბერს შედგება