განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს ბაღდათის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე დააკავეს

14/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს 

ვრცლად...

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

14/08/2017

თბილისის მერიის განცხადებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ. „თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 

ვრცლად...

პროკურატურა: სასამართლომ ყაჩაღობასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

14/08/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. „სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის 

ვრცლად...

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

14/08/2017

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  მოსამართლე  ეკატერინე კულულაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.საქმის პროკურორის ზაზა ქორიძის განცხადებით, მახრინ ჯაფაროვი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის ნარკოდანაშაულისათვის. „მახირ ჯაფაროვი არის რამოდენიმეჯერ წარსულში ნასამართლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის, ერთერთი 

ვრცლად...

უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

14/08/2017

უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა – ამ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები − დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, 

ვრცლად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთში გაემგზავრნენ

14/08/2017

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროების მონახულებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, 

ვრცლად...

გონიოში, ერთი პირი გარდაცვლილი იპოვეს

14/08/2017

გონიოში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„როდესაც ადამიანი სამართლებრივი თვალსაზრისით ექვემდებარება ექსტრადირებას, ის გადმოცემული უნდა იყოს კონკრეტული ქვეყნისათვის“

14/08/2017

რუსი „პრანკერების“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავენ უმრავლესობაში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხდებით, ქართული მხარე აქტიურად განაგრძობდს მუშაობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე. „შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც პრინციპში, ვეთანხმები, გამიჭირდება სერიოზული კომენტარის 

ვრცლად...