ცალკეული ინიციატივები შეიძლება იყოს მისაღები შეიძლება არა, საუბარი უნდა მიდიოდეს სისტემურად – ლომჯარია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებაზე

სახალხო დამცველი პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივას ეხმაურება.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადადებას გულისხმობს, დღეს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსჯელობენ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ინიციატივები ერთობლიობაში უნდა განიხილონ.

„მე ვფიქრობ, სასამართლო სისტემაში არასწორია ცალკეულ ინიციატივებზე საუბარი, რთულია ცალკეული ინიციატივების შეფასება, იმედია, დღევანდელი შეხვედრა სხვადასხვა მხრიდან დაგვანახებს რეალურ პრობლემას. ცალკეული ინიციატივები შეიძლება იყოს მისაღები შეიძლება არა, საუბარი უნდა მიდიოდეს სისტემურად და არა ინდივიდუალურ ინიციატივებზე,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივაზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს, დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის განიხილავენ ცვლილებათა პროექტს კომიტეტებში.

ბესელიას ინიციატივა უკვე გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კრიტიკის მიზეზი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სწორედ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

">