„ბუნებრივი და ლოგიკური იყო პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, ბატონი დავითის გარიცხვის შესახებ“

დავით ჭიჭინაძის ასეთი განცხადებები მხოლოდ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ ტიპის ოპოზიციური პარტიების ინტერესებში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„გუნდი ზოგადად იმისთვის არსებობს, რომ პოზიციები შეჯერდეს. ნებისმიერ გუნდშია განსხვავებული აზრები, თუმცა მთავარი გამოწვევები ის არის, რომ სწორი პოზიციები შეჯერდეს და წარდგეს საზოგადოების წინაშე. როდესაც გუნდის გარეთ, გუნდთან შეუთანხლებელ პოზიციებს ემატება შეურაცხყოფები, სხვადასხვა ინსინუაციები და პოპულიზმი, ეს იწვევს სწორედ არასწორ ინტერპრეტაციებს და ეს აჩენს ზოგადად დესტაბილიზაციისა და ქაოსის აღქმას და გარკვეულ რისკებს. ამიტომ ბუნებრივი და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, ბატონი დავითის გარიცხვის შესახებ. მისი ასეთი განცხადებები მხოლოდ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ ტიპის ოპოზიციური პარტიების ინტერესებში“,-განაცხადა მდინარაძემ.

">