2017 საიუბილეო წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

 

2017 საიუბილეო წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ამის შესახებ, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვაზე, მეუფე დანიელმა დღევანდელი დღის ეპისტოლეში წაიკითხა.

„რათ უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა ამ 40 წლის მანძილზე. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირისპირების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი. სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ეკლესიასთან დაკავშირებულმა მღელვარე მოვლენებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხელი შეუშალა სრულად გაეთავისებინა საიუბილეო დღეების მნიშვნელობა. თუ ეკლესიის უდიდესი წმინდანებიც კი ვერ უძლებდნენ განსაცდელს, რაღა გასაკვირია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, უძლიერესი სულიერი მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ეკლესიის წევრებს შორის ვიხილოთ მაგალითები ცდუნებისა და უთანხმოებისა“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

/</a></iframe>