ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ

ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურმხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც თემთა პალატის მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებაშიააღნიშნული, პარლამენტის წევრები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა დასაქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობის განვითარებას დამხარს უჭერენ ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.ბრიტანელი პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთისფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო დადიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერასადასტურებენ.

განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია საქართველოს მიერ ბოლო წლებშიმიღწეული პროგრესი. „თემთა პალატა საქართველოს ულოცავსდამოუკიდებლობის 100 წლისთავს; პარლამენტარები მიესალმებიან დიდბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობებისგანვითარებას, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას;მხარს უჭერენ სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობისგაღრმავებას; ადასტურებენ დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერასსაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმისაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; აღნიშნავენ დემოკრატიისკონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების,კარგი მმართველობის, ღია მმართველობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით ბოლო წლებში წარმატებითგანხორციელებულ რეფორმებს; გამოხატავენ შეშფოთებას, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიეროკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დააღნიშნავენ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხითარსებული ვითარების გაუარესებას;  პარლამენტარები რეკომენდაციასიძლევიან, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ გააგრძელოსმჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივფორმატებში და ერთობლივი ძალისხმევით და ევროპული ერთიანობითადა სოლიდარობით, ხელი შეუწყონ გლობალურ მშვიდობასა დაუსაფრთხოებას”,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დიდიბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისისაპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი და თემთაპალატის წევრები აწერენ.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისპარლამენტის თემთა პალატის მხრიდან საქართველოს მიმართპოლიტიკური მხარდაჭერის პირველ პრეცედენტს ამ ფორმით (Motion).