ბრედლი კუპერი და ლედი გაგა გახმაურებული ფილმის ახალ ვერსიაში მიიღებენ მონაწილეობას

ცნობილი ფილმი სახელწოდებით – A Star is Born 1937 წელს გამოვიდა და მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა ფილმის ახლებური ვერსიის გადაღება. პირველად 1954 წელს ჯუდი გარლანდის და ჯეიმს მეისონის მონაწილეობით, მეორედ 1976 წელს როდესაც პერსონაჟები კრის კრისტოფერსონმა და ბარბარა სტრეისენდმა განასახიერეს.

2011 წელს ლეგენდარულმა კლინტ ისტვუდმა გადაწყვიტა ამ პროექტის კვლავ გაცოცხლება და მომღერალი ბიონსე განიხილებოდა მთავარ როლზე, თუმცა ეს ყველაფერი არ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ჰოლივუდში მაინც უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა და ფილმს სათავეში ბრედლი კუპერი ჩაუდგა, ხოლო მთავარ როლზე კიდევ ერთი ცნობილი მომღერალი ლედი გაგა წარადგინეს.

გახმაურებული ფილმის კიდევ ერთი ახალი ვერსიის გადაღებები აპრილში დაიწყო. კომპანია Warner Bros-მა გამოსვლის თარიღად 2018 წლის, 5 ოქტომბერი დაასახელა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ ამჯერად როგორი გამოვა კლასიკური ფილმის ახალი ვერსია.

">