ვეფხია ბაქრაძის შვილების თქმით, მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა 10 დღის წინ ხელი მოაწერეს

ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილები ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ნათია გობაძე მათ მამასთან შედიოდა, თანხასაც ურიცხავდა. ბაქრაძის შვილების თქმით, მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა 10 დღის წინ იუსტიციის სახლში ხელი მოაწერეს.

„ახლა როგორც გავიგე, ხელი მოაწერეს 10 დღის წინ და ამას რატომ არ ამბობენ, მე არ ვიცი, როცა ეს ფაქტი დევს. ეს ორდერი ალბათ იმიტომ გამოიწერა, რომ მამაჩემისა და ნათიას ურთიერთობას არავინ დაეთანხმებოდა, მალავდნენ ურთიერთობას დ ა იქ რაღაც ისეთი ითქვა, რომ არასწორად გაიგო თაკომ როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია, არ იცოდა თაკომ რომ შერიგებულები იყვნენ. ჩვენ შევეწირეთ ამ ამბავს“,-განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.