Bloomberg: ტრამპი პუტინთან შეხვედრას აუქმებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან ოფიციალურ შეხვედრას არ განმარტავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრა მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესს ვერ უზრუნველყოფს.

„შესაძლოა ისინი სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ და მიესალმონ. თუმცა, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ შეხვედრას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ნებისმიერი შეხვედრა პუტინთან ტრამპისთვის პრობლემებს შექმნის, რადგან თავად აშშ-ში მის წინასაარჩევნო კამპანიის მაღალჩინოსნებს რუსეთთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს.

 

">