ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს, თემურ კენჭაძეს, მამუკა ესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაიზიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

/</a></iframe>