ბინის ყიდვა „არქი ჯგუფში“ მომხმარებელს „პრემიუმ კარკასის“ მდგომარეობით შეეძლება

არქი ჯგუფი“ არის სამშენებლო კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ინოვაციური შეთავაზება განახორციელა და მომხმარებელს ბინებს პრემიუმ კარკასის მდგომარეობაში ჩააბარებს. პრემიუმ კარკასი რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს აერთიანებს. მომხმარებელს ბინები იზოთაბაშირით გალესილი კედლებით, მოჭიმული იატაკით, ცენტრალური დგარებით, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილებით, ელექტროობის გამართული ქსელით, ცეცხგამძლე შესასვლელი რკინის კარით, გათბობის მილებით, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით და დაბალემისიური მინებით ჩაბარდება. არქი ჯგუფიმშენებლობა იტონგის გერმანული ბლოკით ხორციელდება. პრემიუმ კარკასის მდგომარეობით ბინებში თბოგამტარობა მცირეა და არქი ჯგუფის მობინადრეებს გათბობასა და გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია დაეხარჯებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არქი ჯგუფის მობინადრეები თანამედროვე და ენერგოეფექტურ სახლებში ცხოვრობდნენ და შესაბამისად დაზოგონ კომუნალური გადასახადები. მშენებლობის ტექნოლოგიებიც ვითარდება და ჩვენი შეთავაზება „პრემიუმ კარკასით“ ჩავაბაროთ არქელებს ბინები, ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი დაზოგონ და უფრო კომფორტულად იცხოვრონ ჩვენს აშენებულ კორპუსებში“, – აცხადებენ „არქი ჯგუფში“.

მომხმარებელს პრემიუმ კარკასით ბინების ყიდვა არქი ჯგუფის ახალ პროექტებში შეეძლება. პრემიუმ კარკასით ასევე ჩაბარდება არქის მშენებარე ბინები თბილისში – არქი ვუდი დიღმის მასივში, არქი საბურთალო, არქი ვაზისუბანი 2 და ყველა ახალი მშენებლობლობა ჩაბარდება.

[R]