ბექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა

თბილისის სააპელაციო სასამართლობექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ „ლიბერალი“ ავრცელებს.

საქმე ეხება 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციას, რის პარალელურადაც ათეულობით პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავებულებს შორის იყო ბექა წიქარიშვილიც, რომელსაც პოლიცია წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 31 ივლისის დადგენილებით, ბექა წიქარიშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია და წვრილმან ხულიგნობად განმარტა მის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მეგაფონით მოწოდება, რომ მშვიდობიანი შეკრება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობით გაგრძელებულიყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება EMC-იმ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ბექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.

ბექა წიქარიშვილის დაკავების საქმე კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის 12 მაისის ღამეს პოლიციის მუშაობის ხელწერას და დაკავებების ტაქტიკას. ბექა წიქარიშვილი 12 მაისის სპონტანური აქციის ერთ-ერთი პოტენციური ლიდერი იყო, რომელიც დაკავებამდე სწორედ აქციის მონაწილეთა ორგანიზებას და აქციის მსვლელობის დაგეგმვას ცდილობდა. უნდა ითქვას, რომ 12 მაისს პოლიციის მიერ მასშტაბური დაკავებები თვითნებობასთან ერთად სწორედ აქციის შესაძლო ლიდერებისა და ორგანიზატორების იზოლაციით ხასიათდებოდა. 12 მაისს გამოყენებული ფართომასშტაბიანი ადმინისტრაციული დაკავებების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით, EMC-იმ თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმდინარე წლის ივნისში მიმართა”, – წერს EMC.

წყარო: „ლიბერალი

">