ბახტაძე განახლებულ კაბინეტს ხვალ დილით 10:00 საათზე წარადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ის დღეს საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება, ხოლო ხვალ, დილით 10:00 საათზე მთავრობის ახალ გუნდს წარუდგენს საზოგადოებას. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს იქნება საბოლოო კონსულტაციების მთავრობის წევრებთან დაკავშირებით. ხვალ, დილის 10:00 საათზე, მე ჩავატარებ ბრიფინგს, სადაც უკვე წარმოვადგენ განახლებულ კაბინეტს 10 მინისტრითა და 1 სახელმწიფო მინისტრით“, – განაცხადა ბახტაძემ.

">