რვა თვის წინ დაკარგული ბრიტანელი ბავშვი ესპანეთში იპოვეს

ბრიტანული მხარე 2017 წლის ზაფხულიდან 4 წლის ელიანა შანდის ეძებდა. გოგონა რვა თვის წინ, დედასთან ერთად გაუჩინარდა. გოგონას დედა შიზოფრენიითა დაავადებული. ინფორმაციას itv-ი ავრცელებს.

რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ესპანეთის პოლიციამ 20 წლის დედასა და მის მცირეწლოვან შვილს მიაგნო. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ბრიტანეთის ოფიციალური წყაროები დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. დედა-შვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ორივე უსაფრთხოდ დაბრუნდება სამშობლოში.

/</a></iframe>