ბათუმში ბარაკის ტიპის სახლი იწვის

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაზე, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და  სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

">