ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმში, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დაპარტამენტში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან ზღვის ძუძუმწოვრის (დელფინის) გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება.

სპეციალიტები ადგილზე გავიდნენ და გამორიყული დელფინის ობსერვაცია განახორციელეს, მიმდინარეობს კვლევა.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დაპარტამენტის ინფორმაციით 2018 წელს დელფინის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წელს კი დელფინების გამორიყვის 98 ფაქტი იყო დაფიქსირებული”- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

/</a></iframe>