ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

პეკინის პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

თამაში 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილმა პირველი ბრეიკი გააკეთა. სამხრეთამერიკელმა სპორტსმენმა კი მეექვსე გეიმში ორი ბრეიკ-პოიტი ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება მეორე სეტს, ქართველმა ჩოგბურთელმა მეშვიდე გეიმშიც გამოიყენა ბრეიკი, მაგრამ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო. იგივე შანსები ჰქონდა არგენტინელსაც, თუმცა ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება სამჯერ გადაარჩინა და დელ პოტროს ბრეიკის გამოყენების შანსი არ მისცა.

">