ბაშარ ასადის ბიძას საფრანგეთსა და ესპანეთში უძრავი ქონების 500 ობიექტი ჩამოართვეს

სირიის რეჟიმის ლიდერის ბაშარ ასადის ბიძას რიფატ ასადს საფრანგეთსა და ესპანეთში უძრავი ქონების 500 ობიექტი ჩამოართვეს. ბაშარ ასადის მამის ძმა სირიიდან 35 წლის წინ გააძევეს. როგორც Figaro წერს, ევროპაში მან არამხოლოდ სახლები იყიდა სანაპიროზე, არამედ ცხენების ფერმაც. ჩამორთმეული ქონების ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი ევროა.

რიფატ ასადის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო. გასული წლის ივნისში კი ფრანგმა პროკურორებმა მას კორუფციაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით მისი ქონება დააყადაღეს.

 

 

 

">