ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტი ხვალ განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ინფორმაციას 1tv.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადება შეეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული ვ.ბ სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა და შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

">