ბარამიძე: „სუს-ს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დაინტერსდა, თუ რა მიზანს ემსახურება 2019 წლისათვის სუს-იბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 4 ათასი თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი არის მართლა პროფესიონალი, რომელთაც შეუძლიათ რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელია და ამ ხნის განმავლობაში სუს-ს ოკუპირებულ ქვეყანაში ერთი ჯაშუში არ ჰყავს გაუვნებელყოფილი. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას და რა უნდა თქვას საქართველოს მთავრობამ, რომ ასეთ ქვეყანაში ერთი ჯაშუშიც არ ფუნციონირებს?! რას აკეთებს სუს-ის 4-ათასი თანამშრომელი? ვიცით რასაც აკეთებს – დასდევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ყველა სხვანაირად მოაზროვნეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს გააკრიტიკებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

">