ბანკში მიმდინარე მივლენებს ვუყურებ როგორც ჩვეულებრივ პროცესს – ბიზნესომბუდსმენი TBC-ზე

ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე “თიბისი ბანკის” და მისი დამფუძნებლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის მზაობას გამოთქვამს, რომ ბანკის წარმომადგენლებს შეხვდეს.

ირაკლი ლექვინაძე შეფასებებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ TBC-ში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი პროცესია.

„ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად. უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ნებისმიერ პოლიტიკურ შეფასებას ვემიჯნები. ბანკში მიმდინარე მივლენებს  ვუყურებ როგორც ჩვეულებრივ პროცესს, პოლიტიკური სპეკულაცია დაუშვებელია, რაც უფრო ნაკლები ინტერპრეტაცია იქნება, მით უფრო კარგია ბანკისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. “თიბისი ბანკმა” სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

">