„აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო კავშირებმა სტრატეგიულ დონეს მიღწია“

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო კავშირებმა სტრატეგიულ დონეს მიღწია – ამის შესახებ თურქეთიშეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოსა და თურქეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელები აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ. იაშარ გიულერის თქმით, მხარეები სამხედრო კავშირებს წარმატებით აფართოებენ, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.

„როგორც სამი მოძმე და მეგობარი ქვეყნის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, ბაქოში მნიშვნელოვან შეხვედრას ვმართავთ. ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში შეხვედრებზე რეგიონულ საკითხებს განვიხილავთ. მჯერა, შეხვედრის შედეგად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შევძლებთ“, – აღნიშნა თურქეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

წყარო: 1tv.ge

">