„ახლა ყველანი რუსთაველზე“

„ახლა ყველანი რუსთაველზე“, – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მობილიზებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გუშინ რ2-ზე გასულმა კადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წლის არჩევნები გაყალბებული და შესაბამისად არალეგიტიმურია.

სააკაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს თბილისში. ის მოსახლეობას „მშვიდობიანი კოსოლიდაციისაკენ“ მოუწოდებს ამჯერად თბილისში.

„ვისაც შეუძლია ჩამოსვლა, უნდა ჩამოვიდეს თბილისში. ყველას მოგვპარეს არჩევნები“, – განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკზე ჩართვისას.

„მოვუწოდებ ხალხს, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ“, – ამბობს სააკაშვილი. მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა დათმოს საქართველოს  ხელისუფლება. „ბოლომდე თქვენთან ერთად ვდგავარ“.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე  ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ იქ დარჩებიან და თელავის გზაზე მყოფ თანამოაზრეებს დაელოდებიან.

წყარო: netgazeti.ge

">