„ახლა ჰოლანდიისა და თბილისის შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია კალაძის რეფორმა ტაქსებთან დაკავშირებით“

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ სრულად უსასყიდლოდ და მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა არ მოუწევთ და ახლა ჰოლანდიისა და თბილისის „შტაბკვარწირებმა“ ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის, კალაძის რეფორმა ტაქსებთან და ტაქსის ფერებთან დაკავშირებით, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ,  როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ.

დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.

 

">