„ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქტუალურია ქვეყნისთვის“

კახა კალაძეგიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა შეაფასა, მისი თქმით, იყო ბევრი წარმატება და დადებითი ნაბიჯი, თუმცა არის სერიოზული გამოწვევებიც . „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ განახლება გუნდს უფრო ეფექტიანი მუშობის შესაძლებლობას მისცემს.

„გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ სიტუაციაზე, ასევე პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა ამ შეხვედრას, მანაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან.

რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი იყო ამ წლების განმავლობაში, იყო წარმატებები, თუმცა არის სერიოზული გამოწვევები, ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, პრემიერის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის“,-განაცხადა კალაძემ.