„ახალი პროკურორი უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა“

ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა. ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა. მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური კონტროლის ქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისია, მაგრამ განსაკუთრებით გუშინდელი პრემიერ მინისტრის საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. მხოლოდ ეს შეძლებს განმუხტოს ვითარება. ხელისუფლება ღრმად ცდება თუ კი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას. ეს დიდი შეცდომაა მათი მხრიდან,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

">