Atlantic Council-ი ევროკავშირს სამხრეთის გაზის დერეფანზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს

ამერიკული კვლევითი ცენტრი Atlantic Council-ი ევროკავშირს სამხრეთის გაზის დერეფანზე მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ საუბარია შავი ზღვის რეგიონის შესახებ კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო და გეოპოლიტიკურ მიმართულებებს მოიცავს.
Atlantic Council-ი დასავლელი პარტნიორებისთვის გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
გაიზარდოს TAP/TANAP-ის დატვირთვა წლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირისთვის არარუსული ბუნებრივი აირის მიწოდება.
ამავე რეკომენდაციებში საუბარია საბერძნეთ-თურქეთს შორის ბუნებრივი გაზის სექტორში ურთიერთდაკავშირებადობის ზრდის მნიშვნელობაზე, ასევე ტრანს-ბალკანური მილსადენის მოდიფიცირებაზე იმ სახით, რომ მას გაზის რევერსული მიმართულებით მიწოდებაც შეეძლოს.
ასევე რეკომენდაციებში საუბარია ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, LNG გაზის მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესებაზე, რათა მათ თურქული LNG ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეძლონ ბუნებრივი აირის მიღება.
Atlantic Council-ი რეკომენდაციებს გასცემს თურქეთისთვისაც, რაც შავ ზღვაში ახალი ბუნებრივი აირის საბადოებიდან გაზის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას მოიცავს, რათა თურქეთმა ენერგეტიკული ჰაბის სტატუსი განიმტკიცოს.
კიდევ ერთი რეკომენდაცია თურქეთის მიერ რუსულ ბირთვულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებაა, რადგანაც ამჟამად თურქეთი აკუიუში 4 რუსული ბირთვული რეაქტორისგან შემდგარ ელექტროსადგურს აშენებს, რომლის ღირებულებაც 24 მილიარდ დოლარამდეა.
Atlantic Council-ის კიდევ ერთი რეკომენდაცია თურქეთის მიერ განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდაა.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი