იაპონური თანამგზავრის მიერ ასტეროიდზე გადაღებული ფოტოები

იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს ორი თანამგზავრი წარმატებით დაჯდა ასტეროიდზე „რიუგუზე“. თანამგზავრმა უკვე გადაიღო რამდენიმე ფოტო, რომელიც საზოგადოებისთვის გასაჯაროვდა.

„ორივე თანამგზავრი კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადეს სააგენტოში.

ასტეროიდი „რიუგუ“-ს სიგანე 1კმ-ს შეადგენს. მობილური თანამგზავრები მის ზედაპირზე იმოძრავებენ და სააგენტოს ფოტოებთან ერთად ასტეროიდის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

/</a></iframe>