აშშ-ის სანაპირო დაცვამ 18.5 ტონა, 500 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ 500 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო. ოპერაცია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ რეგიონში ჩატარდა.

18.5 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება საერთაშორისო წყლებში მყოფ 15 გემზე იყო განთავსებული. ოპერაციის ჩატარების შემდეგ 500 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ფლორიდის შტატში, ევერგლეიდისის პორტში გადაიტანეს.

ოპერაციის ფარგლებში სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა 49 ეჭვმიტანილი დააკავეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოკაინი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკული ნივთიერებაა.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, აღნიშნულ ნარკოტიკულ ნივთიერებას მსოფლიო მასშტაბით შტატებში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ.

გაერო-ს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, კოკაინის გლობალურმა წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს 2016 წელს მიაღწია. ამ წელს საერთაშორისო მასშტაბით 1,410 ტონა კოკაინი აწარმოეს.

წყარო: 1tv.ge

">