აშშ-ი და ხუთი ევროპული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ცენტრის შექმნას გეგმავენ

აშშ-ი და ხუთი ევროპული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ცენტრის შექმნას გეგმავენ. ეს განცხადება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთანგამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„სპიკერი რაიანი ძალიან დაინტერესდა ამ იდეით. მისი რეალიზაცია უკვე ხდება უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, ლიეტუვას და პოლონეთის საპარლამენტთაშორისო ასამბელეაზე. ჩვენ ამ იდეაზე ვმუშაობთ. თუმცა, გვინდა უფრო ფართი მასშტაბები მოვიცვათ. პოლ რაიანთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩავატარებთ უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას. სამუშაო აპარატების დონეზე შევთანხმდით, სად უნდა ჩატარდეს ეს კონფერენცია, ჩვენს რეგიონში თუ ვაშინგტონში“, – განაცხადა ანდერი პარუბიმ.

">