აშშ-ში 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა.  ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მათ შორის ერთი ქართველი, 31 წლის დავით კანდელაკია.

ადგილობრივი ტელეკომპანია WDRB-ის ცნობით,  კანდელაკის ცოლმა პოლიციას შეატყობინა, რომ ის გაუჩინარდა.

პოლიციამ ცხედრები ხუთშაბათს აღმოაჩინა.

/</a></iframe>