„არჩევანი გავაკეთე ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის“

არჩევანი გავაკეთე ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ის წლები კარგად გვახსოვს, როდესაც ძალა, რომელიც წარმოადგენს ოპონენტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისას. მათი ხელწერა ჩვენ კარგად ვიცით. კარგად ხედავთ მოსახლეობის მობილიზებას, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. მასთან ერთად იმყოფებიან მეუღლე ეკა ხვედელიძე და შვილი, ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.

წყარო: რუსთავი 2

">