არასამთავრობოების შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იმ პრობლემებზეა საუბარი, რაზეც ისინი მიუთითებდნენ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ 47-გვერდიან დოკუმენტში სწორედ იმ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული, რაზეც ისინი წლებია, საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში გაითვალისწინოს. მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ პრობლემების აღიარებისა და გამოსწორების ნაცვლად, ხელისუფლება მიუთითებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან არიან დაკავშირებულები.

სულხან სალაძე-ის სურათის შედეგი„ფაქტია ერთი რამ, როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ სამოქალაქო სექტორი დაკავშირებულია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და მას აქვს პოლიტიკური მოტივაცია, ხელისუფლება ვერ ისაუბრებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი პრობლემების და გამოწვევების ნახვის შემდეგ იგივეზე. ხელისუფლებამ უნდა დასახოს კონკრეტულ გეგმა, როგორ და რა ფორმით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარებაზე.

“როდესაც წლებია, ვსაუბრობთ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მედიის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ყველამ ვნახეთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რაზეც მუდმივად გვიწევს საუბარი ხელისუფლებასთან, მედიის საშუალებით, თუმცა ხელისუფლება მიუთითებს, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და არა რეალურ პრობლემებზე საუბარი,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

47-გვერდიან ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს ეხება, სასამართლოს სისტემა მწვავედ არის გაკრიტიკებული და გახმაურებულ საქმეებზე წერია, რომ ბრალდებულებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს.

">