არამდგრადი ამინდი საქართველოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება. ამის შესახებ 1tv წერს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 19-20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება. ამავე ტემპერატურას პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც 19-20 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი.

">