„არ ღირს თავის გაყადრება ამ „ხარახურა“ ადამიანებთან“

უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მისმა თანაგუნდელმა, ზაზა პაპუაშვილმა შეაფასა. დეპუტატის თქმით, მას არ სურს, რომ გედევან ფოფხაძემ დატოვოს უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობები.

„იქ რომ ვყოფილიყავი, მე არ დავუჭერდი ამ კანდიდატურას მხარს. ნუ გვიკითხავენ ლექციებს, კვოტა და ოპოზიცია, სწორედ კვოტირება გადაიყოლებს საქართველოს. მე ადამიანურად მევალება, რომ არ მივიღო ასეთ მასკარადში მონაწილეობა. მენანება და არ მინდა, რომ გედი ფოფხაძემ დატოვოს პოლიტიკური თანამდებობები ამ ინციდენტის გამო. მე ვფიქრობ, არ ღირს თავის გაყადრება ამ „ხარახურა“ ადამიანებთან“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა აირჩია.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია.  კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

">