„არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი“

„მე ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია. ასეთი გადაწყვეტილებისგან მე მაქსიმალურად ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებმაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. თუ „ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ შეიძლება ნინია კაკაბაძის ნაირ ადამიანებს დაუჭიროს მხარი, რაც ნიშნავს პირდაპირ მართლმადიდებლობისა და პატრიარქის საზიანო საქმის კეთებას, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობასაც, „ქართულ ოცნებასაც“ და ყველა იმ პარტიულ თუ პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მიკავია“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინია კაკაბაძე გახდა.  კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა. ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

/</a></iframe>