არ გახლავართ საქმის კურსში – ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებაზე

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საჯარო მოხელის სტატუს გაუუქმდებათ, ინფორმაციას არ ფლობს.

ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ის ჯერ ისევ პატრიარქის ფონდს ხელმძღვანელობს და მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის საქმიანობაშია ჩართული. მისი განცხადებით, მან არაფერი იცის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე და ვერც ამ პროცესში იქნება ჩართული.

“დღეისათვის მე გახლავართ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი და არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენელი საინაუგურაციო კომისიაში. რაც განიხილება ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი შემიძლია მოგაწოდოთ, ჯერჯერობით პროცესი დასრულებული არ არის. არც სცენარი და არც სხვა რამე. რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, არც საქმის კურსში გახლავართ, არც პროცესებში ვარ ჩართული და ვერც ვიქნები ჩართული,“- ამბობს ლაშა ჟვანია.

ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება, ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს. ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.

წყარო: რუსთავი 2

">