“აქტიური კონსულტაციები არ დაწყებულა” – კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები დაწყებულია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ვერ დააზუსტებს ვის გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კითხვები აქვს რამდენიმე მინისტრთან, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქალია.

კობახიძის განცხადებით, მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე განხილვა პოლიტსაბჭოს ფორმატში ხდება.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მინისტრების შეცვლის საკითხი ამ ეტაპისთვის არ განიხილება.

Image result for ირაკლი კობახიძე„თუ იქნება ასეთი განხილვა საზოგადოება მიღებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. ვიდრე რაიმე სერიოზული განხილვა არ შედგება გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. როგორც აღმასრულებელი მდივანი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე არ ყოფილა თუ დაიწყება ასეთი მსჯელობა ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. არასწორია კონკრეტული კომენტარის გაკეთება ვიდრე არ დაიწყება სერიოზული კონსულტაციები. ასეთი სერიოზული აქტიური კონსულტაციებია არ დაწყებულა. მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, თუმცა განიხილება ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში,“-განაცხადა კობახიძემ.

">